21 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, ნინო გიგილაშვილის სადისერტაციო ნა შრომის დაცვა გაიმართა.
ნაშრომის თემაა - ,,სტუდენტთა კარიერული დაგეგმვისა და განვითარების პრობლემატიკა და მისი გავლენა დასაქმებაზე“ ( სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნინო მოდებაძე და ასოცირებული პროფესორი ნინო ბასილაშვილი ).
კვლევის მიზანია კარიერის ძირითადი ტერმინებისა და მიდგომების განსაზღვრა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული საჭიროებების კვლევა და მათი კარიერული განვითარების კონცეფციის შემუშავება.
ნინო გიგილაშვილს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.