იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ნინო თაგოშვილს ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

     18 ნოემბერს,  თესაუ-ს  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე, გაიმართა ,,გამოყენებითი ეკონომიკის” სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ  ნინო თაგოშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა, ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

    კვლევის სახელწოდებაა „XXI საუკუნის  გლობალური ფინანსური კრიზისი და მისი  გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე: პრობლემები, ანალიზი, გამოცდილება” ( სამეცნიერო ხელმძღვანელი-პროფესორი  მაია გონაშვილი). 

     ნაშრომის მიზანია დღევანდელი კრიზისული სიტუაციის მეცნიერული ანალიზის საფუძველზე ნაჩვენები იქნას, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა და რამ განაპირობა მსოფლიო ფინანსური კრიზისი.

   ნინო თაგოშვილს ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3825