6 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე, გაიმართა ქართული ლიტერატურის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ციცინო ლაფაურის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
კვლევის თემაა „ ქართველ სიმბოლისტთა მინიატურული პროზა “ ( სამეცნიერო ხელმძღვანელი- პროფესორი ნინო კოჭლოშვილი).
ნაშრომის მიზანია ქართველ სიმბოლისტთა მინიატურული პროზის შესწავლა.
ციცინო ლაფაურს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.