ლალი იარაჯულს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

      24 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა ფაკულტეტის  სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე,  ჩატარდა დოქტორანტ  ლალი იარაჯულის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე- „სამყაროს მხატვრულ-ესთეტიკური საზრისი გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში.“

       სადისერტაციო ნაშრომის  სამეცნიერო ხელმძღვანელია   პროფესორი ნინო კოჭლოშვილი.

      კვლევის მიზანია გოდერძი ჩოხელის შემოქმედების მხატვრულ-ესთეტიკური საზრისის გარკვევა.

       ნაშრომის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს გოდერძი ჩოხელის, როგორც უაღრესად თანამედროვე მწერლის, წარმოჩენა, მისი შემოქმედებითი არეალის ლოკალურობის მიუხედავად.

    ლალი იარაჯულს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 2267
 
 
 
 
2017 ნოემბერი

4

5

11

12

13

14

15

16

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30


2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.