28 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე, ჩატარდა ქართული ლიტერატურის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ირინე არჯევანიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
კვლევის თემააა ,, ფსიქოლოგიზმი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში ‘’ (სამეცნიერო ხელმძღვანელი- პროფესორი ლუიზა ხვიჩია - ბოჩკოვა).
ნაშრომის მიზანია ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში, საკვლევი საკითხის ირგვლივ არსებულ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, მხატვრული ფსიქოლოგიზმის საფუძვლების აღმოჩენა და, შესაბამისად, მისი გაანალიზება.
ირინე არჯევანიძეს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.