26 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე, ჩატარდა ქართული ლიტერატურის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მარინა ხანჯალიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე- ,, სულხან-საბა ორბელიანის ჰომილიები და ქრისტიანული ჰომილეტიკა “ ( სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნინო გიორგაძე).
კვლევის მიზანია სულხან-საბა ორბელიანის ,,სწავლანის“ შეფასება და მისი კავშირის ჩვენება ქრისტიანულ ჰომილეტიკასთან.
მარინა ხანჯალიაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.