23 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, შედგა ხათუნა ხარხელის დისერტაციის დაცვა თემაზე -,,ფორმალური და არაფორმალური წერილების როლი წერის კულტურის განვითარებისათვის (ზოგადი ინგლისურის სწავლებისას უმაღლეს სასწავლებლებში)“- განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. სამეცნიერო ხელმძღვანელი- ასოცირებული პროფესორი ირა დანელია.
კვლევის მიზანს წარმოადგენს იმ სტრატეგიების და ხერხების შესწავლა, რომელიც შემსწავლელს დაეხმარება ეფექტურად წერის კულტურის და მოტივაციის ამაღლებაში. ასევე, ისეთი თეორიული და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება უმაღლესი სასწავლებლების არასპეციალურ ფაკულტეტებზე, რომლებიც ინგლისურ ენაზე წერის პროცესის ეფექტურობას და სასაწავლო პროცესის მსვლელობისას ინტერაქტიულ გაზრდას უზრუნველყოფს.
ხათუნა ხარხელს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.