ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მომავალი წლიდან თესაუში სწავლების ინოვაციური მიდგომები დაინერგება

(PRINTEL) ერასმუს + პროექტის- „ცვლილება  საკლასო  ოთახში:  ინოვაციური  სწავლებისა   და  სწავლის  ხელშეწყობა  აღმოსავლეთ  პარტნიორობის  ქვეყნებში , სტუდენტის სწავლის  გამოცდილების  გაღრმავების მიზნით“  -ფარგლებში,  ინოვაციური სწავლების და სწავლის მეთოდებში, ტრენერთა გადამზადება დაიწყო.  პირველი ტრენინგის კვირეული  ქ. გრაცის (ავსტრია) FJ ჯოანემუს გამოყენებით უნივერსიტეტში, 5 -9 ნოემბერს, ჩატარდა, რომელიც  შერეულ/ჰიბრიდულ   სწავლა/სწავლებას ეხებოდა.

  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ტრენინგში  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ მიქელაძე მონაწილეობდა.

   ტრენინგი  თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა. სასწავლო მოდულები  ელექტრონულ სწავლებას და ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა ელ-პორტფოლიო, ელ-მოდერაცია, მულტიმედიის გამოყენება, პროექტზე დაფუძნებული სწავლების ონლაინ პროგრამები და სხვა.   

   მოცემული პროექტის ფარგლებში, თესაუში, სწავლების ინვოვაციური მიდგომების  მომავალი წლიდან დასანერგად, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება იგეგმება. 

 
მნახველთა რაოდენობა: 20591
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.
Loading...