სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი იწვევს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ორდღიან სემინარში მონაწილეობის მისაღებად თემაზე- „ევროპეიზაცია საქართველოში: პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები“, რომელიც გაიმართება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის 10-11 მაისს. სამუშაო ენაა ქართული.
სემინარების სერია ხორციელდება ცენტრის პროექტის- „საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება აკადემიურ სივრცეში“- ფარგლებში, Erasmus+ Jean Monnet Activities ფინანსური მხარდაჭერით.
სემინარების მომდევნო ეტაპზე პროექტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ EU Talks-ში, რაც გულისხმობს საქართველოს ევროპეიზაციის საკითხებზე პრეზენტაციის მომზადებას და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას.
პროექტის მიზანია საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ ცოდნის გავრცელება და აკადემიურ სივრცეში სადისკურისიო პლატფორმის შექმნა. პროექტი მიზნად ისახავს სემინარების სერიის ჩატარებას საქართველოს რვა უნივერსიტეტში. თითოეული სემინარი შედგება ექვსი სესიისგან, რომელიც განაწილებულია ორ სამუშაო დღეზე. თითო სესიის ხანგრძლივობაა 1,5 საათი (3სესია დღეში). აპლიკანტებმა უნდა აირჩიონ და დაესწრონ მინიმუმ სამ სესიას იმისთვის, რომ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიიღონ.
სემინარების თემატიკა:
- Ø ევროპეიზაციის მექანიზმები საქართველოში (ლიკა წულაძე)
- Ø საქართველოს საგარეო პოლიტიკის ხედვა ევროპეიზაციის კონტექსტში (გიორგი ხელაშვილი)
- Ø ევროპეიზაცია და პოლიტიკური ინსტიტუტები და აქტორები საქართველოში (ლევან მახაშვილი
- Ø ქართული ეროვნული იდენტობა ევროპეიზაციის კონტექსტში (ირინა ოსეფაშვილი, მარიამ ამაშუკელი)
- Ø უმაღლესი განათლების რეფორმა ევროპეიზაციის კონტექსტში (დიანა ლეჟავა, მარიამ ამაშუკელი
- Ø პოლიტიკური და პოპულარული დისკურსები ევრეპეიზაციის შესახებ საქართველოში (ლიკა წულაძე
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- იყოს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის,მაგისტრატურისანდოქტორანტურის სტუდენტი;
- რეკომენირებულია იყოს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენელი (პოლიტიკური მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა, განათლება, ა.შ.);
- იყოს მოტივირებული და დაინტერესებული სემინარების ფარგლებში წარმოდგენილი საკითხებით და მზად იყოს, რომ EU Talks-ში მონაწილეობის მისაღებად
კონკურსში მონაწილეობისთვის აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ:
- შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (ფორმაში უნდა მიუთითონ, რომელ სემინარებზე სურთ დასწრება);
- სამოტივაციო წერილი: აპლიკანტებმა არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ სემინარებში მონაწილეობის ინტერესი და სურვილი.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 აპრილი, 2017 წ.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: jeanmonnet@css.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: “TelaviJean Monnet Seminars“
დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილებში: CSS Application for registration , Call for CSS Jean Monnet Seminars (Telavi)