იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  1. ეკოლოგია  - 20 ადგილი

საგამოცდო საკითხები

  1. მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია  - 10 ადგილი

              საგამოცდო საკითხები

3.    ტიპოლოგიური ლინგვისტიკა და მთარგმნელობითი საქმე  (ქართულ-ინგლისური, ინგლისურ-ქართული;  ქართულ-რუსული,  რუსულ- ქართული;  ქართულ- გერმანული,  გერმანულ- ქართული) - 10 ადგილი;

საგამოცდო საკითხები

4.     ახალი  და  უახლესი  ისტორია  - 10 ადგილი

საგამოცდო საკითხები

5.    საგნის  სწავლების  მეთოდიკა  - 10 ადგილი

საგამოცდო საკითხები

6.    ბიზნესის  ადმინისტრირება - 20 ადგილი

საგამოცდო საკითხები

7.    ეკონომიკა 10 ადგილი

საგამოცდო  საკითხები

8.    მევენახეობა-მეღვინეობა   – 15 ადგილი

საგამოცდო საკითხები

·         საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 20 სექტემბრის 15:00 სთ-ის ჩათვლით საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის ფაკულტეტებზე (საბუთების შემოწმების შემდეგ განცხადებები დანართებთან ერთად გადაიგზავნება უნივერსიტეტის კანცელარიაში);

·         მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება რექტორის

სახელზე (იხ. ბრძანების დანართი 1) შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის  მითითებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა)  მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ბ)  ორი ფერადი ფოტოსურათი (3x4);

გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომი დანართთან ერთად /ცნობა

კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ  და მათი შესაბამისი  ასლები;

დ) სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი

 დოკუმენტის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);

ე) საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი;

ვ)  მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისათვის საორგანიზაციო

გადასახადის - 50 (ლარის) ქვითარი;

·         მაგისტრატურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება

2018 წლის 24 სექტემბერს. მიღება იწარმოებს, თუ  პროგრამაზე ჩარიცხულ კონკურსანტთა რაოდენობა არ იქნება 2-ზე ნაკლები;

·         გამოცდების შედეგების  გამოცხადებისა და შედეგების  გასაჩივრება შესაძლებელია 2018 წლის 25 სექტემბრიდან 26 სექტემბრის 15:00 საათის ჩათვლით;

·         მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2018 წლის 25-26 სექტემბერს.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 7902