იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

სემინარი პროექტის მენეჯმენტში

ბიბერახის უძრავი ქონებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა კლაუს პ. როისნერმა ჩაატარა სამდღიანი სემინარი პროექტის მენეჯმენტის პრაქტიულ მოდულში. მასში მონაწილეობდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობის მენეჯმენტის პროგრამის პროფესორ- მასწავლებლები.
პროგრამა ხორციელდება BOMUP- ის პროექტის ფარგლებში, რომელიც 2009 წლიდან „Volkswagen“-ის ფონდი აფინანსებს.


BOMUP-ის სტუდენტების გასვლითი სემინარი

BOM UP-ის მშენებლობის მენეჯმენტის სტუდენტებისათვის თბილისის ისტორიულ უბნებში  გასვლითი სემინარი მოეწყო. სტუდენტებმა  ბეთლემის უბანი და აბანოთუბანი დაათვალიერეს. გაეცნენ მათ ისტორიულ და არქიტექტორულ თავისებურებებს. განიხილეს და შეაფასეს რესტავრაციამდელი და შემდგომი მშენებლობის ტიპები, დაგეგმარება და  კულტურული მრავალფეროვნება. (სრულად)


საუნივერისტეტო არჩევითი საგნები

ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული BOM UP-ის პროექტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს თავისუფალ არჩევით საგნებს. საგნები გადის როგორც საუნივერსიტეტო , ასევე საფაკულტეტო საგნების რანგში.  თითოეულს მინიჭებული აქვს 5 კრედიტი. სტუდენტი თავისუფალია არჩევანში. ყველა საგნის სილაბუსის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სკოლაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.