იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

BOMUP-ის სტუდენტების გასვლითი სემინარი

BOM UP-ის მშენებლობის მენეჯმენტის სტუდენტებისათვის თბილისის ისტორიულ უბნებში  გასვლითი სემინარი მოეწყო. სტუდენტებმა  ბეთლემის უბანი და აბანოთუბანი დაათვალიერეს. გაეცნენ მათ ისტორიულ და არქიტექტორულ თავისებურებებს. განიხილეს და შეაფასეს რესტავრაციამდელი და შემდგომი მშენებლობის ტიპები, დაგეგმარება და  კულტურული მრავალფეროვნება.

ასიმეტრიული და თითქმის ერთნაირი არქიტექტურული წყობა დამახასიათებელი აივნებით , ვიწრო ქუჩები და კიბეები ამ უბნებს განსხვავებულ და საინტერესო იერს დღემდე უნარჩუნებს. აღმოჩნდა, რომ ეს თავისებურებები მხოლოდ და მხოლოდ  მცირე სამოსახლო ადგილითაა განპირობებული და არა ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით. აღსანიშნავია რომ ეს უნბნები დღემდე ინარჩუნებს კოლორიტს და მათთვის დამახასიათებლ ეროვნულ და  რელიგიურ სიჭრელეს.

“Icomos Georgia“- ს ინიციატივით, აბანოთუბანში დაარსდა „სახალხო ბიბლიოთეკა“, რომელიც ახალგაზრდების წიგნიერებას და განათლებას ემსახურება. ღია ცის ქვეშ, ერთ-ერთ პატარა მოედანზე დგას წიგნის კარადა სხვადასხვა ლიტერატურით, რომლით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. აუცილებელი პირობაა წიგნის დაბრუნება, ან სხვა წიგნით ჩანაცვლება.

ყოველი წლის 17 მაისს იმართება ბეთლემის უბნის ფესტივალი, რომელიც მის პოპულარიზაციას ემსახურება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა ტიპის გამოფენა და თეატრალური წარმოდგენა. ადგილობრივი მოსახლეობა სტუმრებს უმასპინძლდება ნაციონალური კერძებით.

ის ფაქტი, რომ აბანოთუბანში გადიოდა აბრეშუმის გზის მცირე მონაკვეთი, რომელიც არ იყო ძირითადი გზის ნაწილი, თუმცა მისი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ამ უბნის  მონაწილეობას აბრეშუმის გზის ქსელში, დიდ ინტერესს იწვევს დამთვალიერებლებში.

აბანოთუბანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია თავისი არქიტექტურით, ისტორიითა და იქ მდებარე გოგირდის აბანოებით.

სემინარის მეორე ნაწილი გაგრძელდა გლდანის ნაგავსაყრელზე, სადაც  თითქმის კილომეტრნახევარი სიგრძის ნაგვის გროვებია, რომელებიც დაფარულია მიწით. მიწის ქვეშ არსებული ნაგავი, ნელ-ნელა განიცდის ხრწნას და აბინძურებს გარემოს, ნაგვის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს არაორგანულ ნივთიერებებს: პოლიეთილენს, სამშენებლო ნარჩენებს და მისთ. ასეთი სახის ნაგავი ხრწნას განიცდის რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში და აბინძურებს მიწას, რომელიც შემდგომ სასოფლო-სამეურნეო მიზნით დასამუშავებლად გამოუსადეგარია;  ჰაერი კი – შეიცავს დიდი რაოდენობით მომწამლავ აირებს. ნაგვის გროვიდან, გახრწნის შედეგად გამოედინება წყალი, რომელიც არაბუნებრივი შეფერილობისაა, მასში არსებული ბაქტერიებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამო. ამ წყალს თითქმის წითელი ფერი აქვს და რათქმა უნდა უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე.

სტუდენტებმა დაათვალიერეს ასევე ბოტანიკური ბაღი და გაეცნენ მოძველებული ტექნოლოგიებით მუშაობის უარყოფითი მხარეები.

 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.