იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

ფოლკსვაგენის ფონდი

1962 წლიდან ფოლკსვაგენის ფონდი აფინანსებს კვლევით პროექტებს მეცნიერების ყველა სფეროში. ეს მისია ხელს უწყობს სამეცნიერო სფეროების მომავალ განვითარებას.

ფოლკსვაგენის ფონდს, თავისი სახელის მიუხედავად, არანაირი კავშირი არ აქვს ამავე სახელწოდების ფირმასთან. ეს არის დამოუკიდებელი ფონდი საკუთარი დროის წესრიგით, რომლის სათაო ოფისი განთავსებულია გერმანიის ქალაქ ჰანოვერში . ყოველწლიური მოგებიდან (100 მილიიონი) აფინანსებს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევას და სწორედ ამიტომაა მეცნიერების ყველაზე დიდი დამფინანსებელი არა მარტო გერმანიაში, არამედ, მსოფლიოშიც. ამ დროისათვის მისი კაპიტალი შეადგენს 2,3 მილიარდ ევროს. ფონდს აქვს ავტონომია და დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი გეოპოლიტიკური რუკა მხოლოდ შუა ევროპისთვის დაიხაზა. საბჭოთა კავშირიდან გავიდა და დამოუკიდებელი გახდა შუა აზიასა და კავკასიაში მცხოვრები 70 მილიონამდე სხვადასხვა ეთნიკურ და ენობრივ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანი.

სწორედ ამ მიზეზების გამო ფოლკსვაგენის ფონდმა მიზნად დაისახა ამ რეგიონების დახმარება ერთობლივ სამეცნიერო კვლევებში.

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.