იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

ბიბერახის უმაღლესი სკოლის უძრავი ქონების ეკონომიკისა და პროექტების მართვის ინსტიტუტი (უემპი)

პროექტების მართვის ინსტიტუტი , როგორც პროექტების მართვის (მშენებლობა), წარმოების ეკონომიკისა და ორგანიზაციის (მშენებლობა და უძრავი ქონება) სპეციალობების სფეროში სამეცნიერო კვლევითი სასწავლო დაწესებულება, განთავსებულია ბიბერახის უნივერსიტეტში (უმაღლეს სკოლაში).

უემპი მიზნად ისახავს, შეიმუშაოს და ინოვაციური მიდგომით წაახალისოს პრაქტიკულად განხორციელებადი კონცეფციები უძრავი ქონების სტაბილური ეკონომიკისა და პროექტების მართვის დარგში.

კვლევა და პროექტები მუშავდება ეკონომიკისა და ტექნიკის უახლესი სტანდარტებით. არქიტექტურის აკადემიასთან  თანამშრომლობით მიიღწევა მაღალი დონის სინერგიული ეფექტი სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში. ინსტიტუტი ხელმძღვანელობს სადიპლომო, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს ,,წარმოების ეკონომიკა და ორგანიზაცია”, ,, სამშენებლო პროექტების მართვა” და ,,უძრავი ქონების საერთაშორისო მენეჯმენტი”.  განსაკუთრებულ მნიშვნელობას უემპი ანიჭებს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას, მის გავრცელებასა და დანერგვას.

ბიბერახის უმაღლესი სკოლა
CHE (უმაღლესი ფაკულტეტების განვითარების ცენტრი)-ის რეიტინგის მიხედვით, ბიბერახის სამშენებლო-საინჟინრო უნივერსიტეტი საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებს შორისაა. ეს არის მშენებლობაზე ორიენტირებული უმაღლესი სკოლა. (www.das-ranking.de) სასწავლო მასალის კავშირი პრაქტიკასთან და ეფექტური სწავლება ხელს უწყობს პროფესიისთვის ოპტიმალურად მომზადებული კურსდამთავრებულის გამოშვებას. შრომის ბაზარზე ბიბერახის უმაღლესი სკოლის დამთავრება ითვლება ხარისხის ნიშნად. (www.fh-biberach.de) ბიბერახის უმაღლეს სკოლას აქვს შემდეგი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები:

  • არქიტექტურა
  • ენერგიის სისტემები
  • სამოქალაქო ინჟინერია
  • საწარმოო ეკონომიკა, მშენებლობა, უძრავი ქონება
  • ფარმაცევტული ბიოტექნოლოგია
  • შენობების კლიმატი
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.