იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის პოზიციის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოცხადდ კონკურსი სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეკანის თანაშემწის პოზიციის   დასაკავებლად.

მითითებული თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგინდება დანართი N1-ის შესაბამისად.

გამოცხადებულ   კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, საკონკურსო დოკუმენტაციის სახით, უნდა წარმოადგინოს:

  1.  განცხადება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია (CV); 
  3. პირადობის მოწმობის ასლი;
  4. სამოტივაციო წერილი;
  5. უმაღლესი განათლების დიპლომი;
  6. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

          ა) საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა;

          ბ) გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 18 აპრილს 10:00 საათიდან და დასრულდება 2023  25 აპრილს 17:00 საათზე;  

საბუთები მიღება უნივერსიტეტის კანცელარიაში (უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსი,  II სართული, ოთახი N  206), შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 2023 წლის  28 აპრილს;

კანდიდატის საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 02 მაისს;

 
მნახველთა რაოდენობა: 2814
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.