USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და შპს „უდაბნოს“ ინიციატივით იწყება საქართველოს ნუშის სექტორის სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს ნუშის მოვლა-მოყვანის სრულ ციკლს.
სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარებულ თეორიულ და პრაქტიკულს წავლებას და გაეცნონ ნუშის წარმოება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს.
სტუდენტებს პროექტის ფარგლებში ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები შპს უდაბნოს ნუშის პლანტაციების ტერიტორიაზე.
აპლიკაციების გაგზავნა შეგიძლიათ მიმდინარე წლის 7 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: mtevdoradze@apgeorgia.org manana.kevlishvili@tesau.edu.ge
ტრენნგების აღწერა, ვადები და განაცხადის მიღების ფორმა იხ. ბმულზე: Students-TrainingApplicationForm_-FINAL