წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების გამოკლების გამო, 2021 წლის 15 ნოემბერს დაინიშნა სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნები (2022 წლის 03 ოქტომბრამდე) შემდეგ ფაკულტეტებზე:
აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 1 ვაკანსია; სტუდენტი- 2 ვაკანსია;
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი-1 ვაკანსია; სტუდენტი - 1 ვაკანსია;
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 1 ვაკანსია;
სტუდენტი - 1 ვაკანსია;
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი: სტუდენტი - 2
ვაკანსია;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: სტუდენტი - 2 ვაკანსია.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 05 ნოემბერს და დასრულდება 2021 წლის 14 ნოემბერს (10 კალენდარული დღე);
კანდიდატთა განცხადებები მიიღება უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში,
ოთახი N207, 10:00 საათიდან- 17:00 საათამდე.