სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წლის 13 აგვისტოს აცხადებს კონკურსს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად აგრარული, განათლების, ჰუმანიტარული და კავკასიის შემსწავლელი კვლევების მიმართულებებით.
გამოყოფილი თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული მიმართულებისათვის შეადგენს:
- აგრარული მეცნიერებები - 65000 ლარი;
- განათლების მეცნიერებები -15000 ლარი;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები - 15000 ლარი;
- კავკასიის შემსწავლელი კვლევები - 15000 ლარი.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2021 წლის 20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიაში დალუქული კონვერტით (გარდა ,,განცხადებისა“) ,,სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსების შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად.
დეტალური ინფორმაცია კონკურსისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხ. ბმულზე_დებულება ,,სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსების შესახებ“
მნიშვნელოვანი თარიღები:
- კონკურსის გამოცხადება: 13 აგვისტო;
- საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება: 20 აგვისტო - 30 აგვისტო;
- საკონკურსო დოკუმენტაციის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა: 31 აგვისტო - 3 სექტემბერი;
- აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელმძღვანელთა პრეზენტაციების მოსმენა: 6- 7 სექტემბერი;
- შერჩეული და მოწონებული პროექტების გარე ექსპერტებისათვის შესაფასებლად გადაცემა და შეფასება: 8 - 14 სექტემბრი;
- წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტების დამტკიცება: 20 სექტემბერი;
- საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება - 20-25 სექტემბერი.