იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,განათლების მეცნიერებების’’ ერთობლივ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ცხადდება სტუდენტთა მიღება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში

სსიპ  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,განათლების მეცნიერებების’’ ერთობლივ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ცხადდება  სტუდენტთა მიღება 2021-2022 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში.   ადგილების რაოდენობა   5 .     

          მიღება განხორციელდება შემდეგი ვადების დაცვით:

ა) საბუთების მიღება - 23 – 31 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხოენაში - 7 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -10 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;

ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 13 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 16-20 სექტემბერი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 21 სექტემბერი;
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 21 – 22
სექტემბერი;
ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის
დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 23 სექტემბერი;
ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 24 სექტემბერ

 

                  მიმღებ კომისიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 

) განცხადება ბილისის ახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;

) განმცხადებლის  ავტობიოგრაფია (CV);

) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-  კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;

) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

)უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის
ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) ქართული  ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

)       უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 . და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა;

ო) სხვა დამატებით დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობები.

საბუთები უნდა წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 3 სასწავლო კორპუსი, პირველი სართული, ოთახი 110.

საკონთაქტო პირი თელავში:  დავით მახაშვილი, მობ: 599-108450

თბილისში: მარიამ მურჯიკნელი, მობ. 599899864

 
მნახველთა რაოდენობა: 5038
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.