იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,მიგრაცია და დიასპორა – გლობალური გამოწვევები”

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრი სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელშეწყობით 2021 წლის 18 ნოემბერს მართავს სტუდენტურ  სამეცნიერო კონფერენციას: “მიგრაცია და დიასპორა – გლობალური გამოწვევები“.

კონფერენციის მიზანი: ცნობიერების ამაღლება მიგრაციისა და დიასპორის საკითხებზე, სტუდენტების თვალით დანახული გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიგრაციისა და დიასპორის  თემატიკით.

კონფერენციის თემატიკა: ნაშრომის საორიენტაციო თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს, თუმცა  შეზღუდული არ არის.

  1. მიგრაცია და ინტეგრაცია;
  2. შრომით მიგრანტთა უფლებები;
  3. კლიმატის ცვლილება და ეკომიგრანტები;
  4. ბავშვები და ახალგაზრდა მიგრანტები;
  5. სქესი და მიგრაცია;
  6. იძულებითი მიგრაცია;
  7. ომი და მიგრაცია;
  8. ეკონომიკური კრიზისი და მიგრაცია;
  9. სამეცნიერო დიასპორის როლი ქვეყნის განვითარებაში;
  10. ტრანსნაციონალიზმი, კულტურა და დიასპორა;
  11. დიასპორა და გლობალიზაცია;
  12. დიასპორის ჩართულობა მდგარდი ეკონომიკური განვითარების პროცესში;
  13. დიასპორის გავლენა საგარეო პოლიტიკაზე.

სამუშაო ენა: ქართული

რეგლამენტი: მოხსენება – 15 წთ; კითხვა-პასუხი – 5 წთ.

ფორმატი: ფიზიკური მონაწილეობა და ZOOM-ი.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
  • რეგისტრაციის გავლა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Link
  • ქართულ ენაზე შესრულებული ანოტაციის (A 4 ფორმატი, არაუმეტეს 300 სიტყვისა) წარმოდგენა;
  • მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღების შემთხვევაში ქართულ ენაზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომისა და PPP პრეზენტაციის (მაქსიმუმ 8-10 სლაიდი) წარმოდგენა.

მოთხოვნები ანოტაციისა და სამეცნიერო ნაშრომის შესასრულებლად იხილეთ დანართ 1-ში.

მნიშვნელოვანი თარიღები:
  • რეგისტრაციის გავლისა და ანოტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა – 18 ივლისი, 2021 თბილისის დროით 18.00 საათი;
  • კონფერენციაში მონაწილეობისთვის შერჩეული კანდიდატების შეტყობინება 18 აგვისტომდე, 2021;
  • სამეცნიერო ნაშრომისა და PPP პრეზენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა – 18 ოქტომბერი, 2021 – თბილისის დროით 18.00 საათი;

მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე და განსაზღვრული ვადების დაცვით უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: conference@eeu.edu.ge (სათაურის ველში კონფერენციის დასახელების მითითებით).

საკონფერენციო ნაშრომები შეფასდება სამეცნიერო კომისიის მიერ  შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: შესაბამისობა კონფერენციის თემატიკასთან; საკითხის აქტუალობა; არგუმენტაცია; ანალიზის სიღრმე, ტექსტის სიცხადე; დასკვნების შესაბამისობა შედეგებთან, მიზანსა და  ამოცანებთან; კვლევის სიახლე; აკადემიური ციტირების სტილი, პრეზენტაბელურობა.

კომისიის მიერ გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები.

კონფერენციის მოხსენებები აიტვირთება მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ონლაინ ჟურნალში და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თათია ღერკენაშვილი, კოორდინატორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

მობ.: (+995) 598 105 729; ელ.ფოსტა.: t.gherkenashvili@eeu.edu.ge

ნინო ბალარჯიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

მობ: + 995 598820032, ელ-ფოსტა: n.balarjishvili@eeu.edu.ge

ლელა გოგინავა, დირექტორი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

მობ: + 995 599755959; ელ-ფოსტა: l.goginava@eeu.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 5283