იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

     სტიპენდია ემსახურება ახალგაზრდებში მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების საგნების შესწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.  აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრება არის 80% და მეტი,   გამოქვეყნებული  აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურნი. 

 
მნახველთა რაოდენობა: 3800
 
 
 
 
2024 მარტი

2

3

5

8

9

10

11

16

17

18

19

21

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.