იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი

 საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი  „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებულ სტუდენტებს  შესაძლებლობას აძლევს, ქართულ ენაზე გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო  ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი  ინტელექტუალური საკუთრების შესახებ - DL-101GE.

    აღნიშნული კურსი, რომელიც არის არის სრულიად უფასო, საქპატენტის მიერ დამუშავებულია ქართული კანონმდებლობის შესაბამისად და ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. გარდა ამისა, კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს.

   კურსის ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების შემდეგ ძირითად მიმართულებებში: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული  აღნიშვნები, დიზაინი, პატენტები და ახალი ჯიშები, ინტელექტუალური საკუთრება და განვითარება, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა.

   კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს   გადაეცემათ  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატები, რომელთა  საფუძველზეც მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ WIPO-ს აკადემიის სხვა მაღალი  საფეხურის კურსები ინტელექტუალური საკუთრების ცალკეულ დარგებში.

   კურსზე რეგისტრაციისა და კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.sakpatenti.gov.ge 

  კურსზე რეგისტრაცია   2021 წლის 29 აპრილს დასრულდება.

  საკონტაქტო პირი- ანა დალაქიშვილი, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი , ტელ: 599 115 810


 
მნახველთა რაოდენობა: 5716
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.