იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,პანორამა/ ისტორია“-წიგნის პრეზენტაცია თესაუ-ში

    4 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუ-ს ასოცირებული პროფესორის, ელიზბარ ელიზბარაშვილის წიგნის- ,,პანორამა/ ისტორია“- პრეზენტაცია გაიმართა.

    შეხვედრა თესაუ-ს რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა და ავტორს წარმატებები უსურვა.

   როგორც პრეზენტაციაზე ელიზბარ ელიზბარაშვილმა აღნიშნა, წიგნი არის მისი  ბოლო 3 წლის მუშაობის შედეგი.  ,,პანორამა/ ისტორია“ სამი ნაწილისგან შედგება: პროლოგი, ეპილოგი და მხატვრული ჩანართები. ავტორის თქმით, წიგნის სათაური ხაზს უსვამს ისტორიას, რომელიც გამორიცხავს დროს.

    ,,პანორამა/ ისტორია“-ს   რედაქტორია ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, თესაუ-ს რექტორი, პროფესორი, ირმა შიოშვილი.

   პრეზენტაცია ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017-ის ფარგლებში” გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3746
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'