4 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუ-ს ასოცირებული პროფესორის, ელიზბარ ელიზბარაშვილის წიგნის- ,,პანორამა/ ისტორია“- პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა თესაუ-ს რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა და ავტორს წარმატებები უსურვა.
როგორც პრეზენტაციაზე ელიზბარ ელიზბარაშვილმა აღნიშნა, წიგნი არის მისი ბოლო 3 წლის მუშაობის შედეგი. ,,პანორამა/ ისტორია“ სამი ნაწილისგან შედგება: პროლოგი, ეპილოგი და მხატვრული ჩანართები. ავტორის თქმით, წიგნის სათაური ხაზს უსვამს ისტორიას, რომელიც გამორიცხავს დროს.
,,პანორამა/ ისტორია“-ს რედაქტორია ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, თესაუ-ს რექტორი, პროფესორი, ირმა შიოშვილი.
პრეზენტაცია ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017-ის ფარგლებში” გაიმართა.