იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„ტრადიციულიდან ქსელურ ინტერაქტიურ აუდიტორიამდე“ - მასტერკლასი თესაუ-ში

   მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  თემაზე- „ტრადიციულიდან ქსელურ ინტერაქტიურ აუდიტორიამდე“ - მასტერკლასი ჩატარდა.

     ღონისძიების ავტორები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფორმატიკის მიმართულებით, მარიამ ზაქარეიშვილი და უნივერსიტეტის მატერიალურ ფასეულობათა უფროსი ტექნიკოსი, ირაკლი ჭიჭაშვილი, იყვნენ.

      მასტერკლასის ორგანიზატორებმა დამსწრე  აუდიტორიას, სასწავლო-კვლევით პროცესში, ვირტუალური სასწავლო გარემოს მენეჯმენტში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდოლოგია გააცნეს. 

     შეხვედრას რექტორის მოადგილეები, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

    მასტერკლასის მონაწილე სტუდენტებს ღონისძიების ავტორებმა  შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.  

 
მნახველთა რაოდენობა: 3813
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.