მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თემაზე- „ტრადიციულიდან ქსელურ ინტერაქტიურ აუდიტორიამდე“ - მასტერკლასი ჩატარდა.
ღონისძიების ავტორები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფორმატიკის მიმართულებით, მარიამ ზაქარეიშვილი და უნივერსიტეტის მატერიალურ ფასეულობათა უფროსი ტექნიკოსი, ირაკლი ჭიჭაშვილი, იყვნენ.
მასტერკლასის ორგანიზატორებმა დამსწრე აუდიტორიას, სასწავლო-კვლევით პროცესში, ვირტუალური სასწავლო გარემოს მენეჯმენტში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდოლოგია გააცნეს.
შეხვედრას რექტორის მოადგილეები, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
მასტერკლასის მონაწილე სტუდენტებს ღონისძიების ავტორებმა შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.