იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,, თელაველი სტუდენტები არჩევნებში ქალთა ჩართულობისთვის" - თესაუ-ს სტუდენტების კლიპის პრეზენტაცია

         იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტში  თესაუ-ს  სოციალურ  მეცნიერებათა,  ბიზნესისა  და  სამართლის ფაკულტეტის  საჯარო მმართველობის  სპეციალობის  სტუდენტების მიერ შექმნილი კლიპის- ,, თელაველი სტუდენტები არჩევნებში ქალთა ჩართულობისთვის" -პრეზენტაცია გაიმართა.  კლიპის მიზანი ამომრჩეველი ქალების გააქტიურებაა.  

        პრეზენტაციის  შემდეგ  შედგა  დისკუსია, რომელშიც თესაუ-ს სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ და   არჩევნებში ამომრჩეველი ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

       კლიპი ცესკო-ს  საარჩევნო  სისტემების   განვითარების,  რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის  ინიციატივით  და  მხარდაჭერით  მომზადდა. თესაუ-ში აღნიშნული   პროექტის  კოორდინატორია  თელავის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციალურ  მეცნიერებათა,  ბიზნესისა  და  სამართლის  ფაკულტეტის  ჟურნალისტიკის  მიმართულების ასისტენტ-პროფესორი თეა ლათიფაშვილი.

      პრეზენტაციას უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3476
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'