იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თესაუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის სტუდენტების მიერ შექმნილი კლიპის- ,, თელაველი სტუდენტები არჩევნებში ქალთა ჩართულობისთვის" -პრეზენტაცია გაიმართა. კლიპის მიზანი ამომრჩეველი ქალების გააქტიურებაა.
პრეზენტაციის შემდეგ შედგა დისკუსია, რომელშიც თესაუ-ს სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ და არჩევნებში ამომრჩეველი ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კლიპი ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ინიციატივით და მხარდაჭერით მომზადდა. თესაუ-ში აღნიშნული პროექტის კოორდინატორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი თეა ლათიფაშვილი.
პრეზენტაციას უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.