იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტები ბადმინტონის ეროვნული ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ

     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა    საქართველოს პირველობაზე, ბადმინტონში, წარმატებით იასპარეზეს.

     ტურნირი 16 სექტემბერს  თბილისში ჩატარდა და მასში ქვეყნის 6 გუნდი იღებდა მონაწილეობას. შეხვედრებში თესაუ-ს ვაჟთა გუნდიც ასპარეზობდა.

     წყვილთა თანრიგში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა I ადგილი დაიკავეს, ერთეულთა თანრიგში კი, II-III ადგილებზე გავიდნენ.

    თესაუ-ს ვაჟთა გუნდი  საერთაშორისო ასპარეზობისთვის ემზადება.

 
მნახველთა რაოდენობა: 3323
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'