იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს პირველობაზე, ბადმინტონში, წარმატებით იასპარეზეს.
ტურნირი 16 სექტემბერს თბილისში ჩატარდა და მასში ქვეყნის 6 გუნდი იღებდა მონაწილეობას. შეხვედრებში თესაუ-ს ვაჟთა გუნდიც ასპარეზობდა.
წყვილთა თანრიგში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა I ადგილი დაიკავეს, ერთეულთა თანრიგში კი, II-III ადგილებზე გავიდნენ.
თესაუ-ს ვაჟთა გუნდი საერთაშორისო ასპარეზობისთვის ემზადება.