იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მაია ფურცხვანიძეს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

     29 ივნისს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის   სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე,  ჩატარდა ტიპოლოგიური ლინგვისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მაია ფურცხვანიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

      კვლევის თემაა   ,,პერსონაჟთა მეტყველების გენდერული ურთიერთმიმართებანი ქართულსა და ინგლისურში“ (სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი მანანა ღარიბაშვილი და პროფესორი  ნუნუ გელდიაშვილი).

       სადისერტაციო ნაშრომის მიზანია  ლიტერატურულ პერსონაჟთა მეტყველების ლინგვისტური მახასიათებლებისა და მათი განმაპირობებელი ზოგადი ფაქტორების, ასევე, ემოციური და ექსპრესიული ფორმების შესწავლა ტიპოლოგიურ ჭრილში; გენდერული მეტყველებისათვის დამახასიათებელი ლექსიკა- 6 ფრაზეოლოგიის კლასიფიკაცია და ქართული და ინგლისურენოვანი ტექსტების შედარებითი ანალიზის გზით, ორ ენაში არსებული მსგავსება-განსხვავებების გამოვლენა, მათი თარგმანის პროცესში არსებული გამოწვევების დაძლევა, კერძოდ, ემოციური ექსპრესიის უთარგმნელობის პრობლემასთან გამკლავების გზების ძიება.

     მაია ფურცხვანიძეს  ფილოლოგიის დოქტორის   აკადემიური ხარისხი  მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 7482
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.