იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში ახალი კვლევითი პროექტი განხორციელდება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური და კვლევითი პროექტი- ,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში“-განხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 17 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რეგიონულმა კოორდინატორმა, ქეთევან რუხაძემ, სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 
პრეზენტაციას თესაუ-ს რექტორი ირმა შიოშვილი, რექტორის მოადგილეები, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
პროექტის მიზანია, რეგიონული უნივერსიტეტების კვლევითი პრაქტიკის გაღრმავება აგრარული მიმართულებით, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი კვლევების ჩატარება და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდა.
პროექტის ბენეფიციარები არიან: შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), თანამონაწილე პარტნიორებთან: CENN და PMC RC-სთანდა ევროკავშირთან ერთად ახორციელებს, გაიზრდება ბენეფიციარი უნივერსიტეტების როლი ისეთ ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის, როგორებიცაა: ადგილობრივი ხელისუფლება, სოფლის მეურნეობა, კოოპერატივები და ფერმერები.

 
მნახველთა რაოდენობა: 7190
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.