იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„ხელმისაწვდომობა ფიზიკური გარემოს მიღმა“-შვედური ინსტიტუტის და შვედეთის საელჩოს პროექტი თესაუ-ში

          საქართველოში,  ევროპის  დღეების  ფარგლებში, შვედეთის  საელჩოსა   და  შვედური ინსტიტუტის ( SI)   მხარდაჭერით,     პროექტი  -  „ხელმისაწვდომობა  ფიზიკური  გარემოს მიღმა“ - ხორციელდება.
         აღნიშნული  პროექტის  ფარგლებში,  10 მაისს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ფოტო-გამოფენა მოეწყო.  დამსწრე საზოგადოებას შვედეთის  ელჩმა საქართველოსა  და სომხეთში  -მარტინა  ქვიქიმ,   თვითმმართველი ქალაქ თელავის მერმა, პლატონ  კალმახელიძემ  და   თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა    მიმართეს .

         პროექტი   განსაკუთრებული  საჭიროებების  მქონე  პირთა   ცხოვრების  ამსახველ  ფოტო-გამოფენას (პირადი  ისტორიებით) და  საერთაშორისო კონფერენციის  გამართვას  ითვალისწინებს.
       შეხვედრას შვედი და ქართველი ექსპერტები ,  ადგილობრივი ხელისუფლების , არასამთავრობო ორგანიზაციების  და უნივერსიტეტის წარმომადგენლები  დაესწრნენ.                                                         

         შვედური  ინსტიტუტის  მიერ ( SI)  ინიცირებული და შვედეთის   საელჩოს   მიერ  მხარდაჭერილი  პროექტის-„ხელმისაწვდომობა- ფიზიკური  გარემოს   მიღმა“- ფარგლებში,   ღონისძიებები თელავის სხვა დაწესებულებებშიც  გაიმართა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 5966
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'