იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა გენდერის საკითხებზე

       27 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  არასამთავრობო ორგანიზაციის -,, გენდერული ქსელი თანასწორობისთვის“- თელავის მედია ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტებთან შეხვედრა ჩატარდა.

      მედია ორგანიზაცია ,,კახეთის ხმის“ ხელმძღვანელმა, მაია მამულაშვილმა,  გენდერის საკითხებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე, სტატისტიკაზე,  გენდერულ როლებსა და სხვა თემებზე ისაუბრა.

      შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა საკუთარი აზრი ქალისა და  მამაკაცის თანასწორობის  მიმართ საზოგადოების განსხვავებული დამოკიდებულების შესახებ  დააფიქსირეს. 

     ,,გენდერული საუბრები“ და დისკუსიები  იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს 10 ქალაქში ხორციელდება. თელავის მედია ცენტრმა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  შეხვედრები თელავის საჯარო სკოლებშიც გამართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3584
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'