იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) საინფორმაციო შეხვედრა თესაუ-ში

       ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის  (CDC) წარმომადგენელი, ბეთ სკაგსი, 27 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

      საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი მსოფლიოში გავრცელებული  საშიში ინფექციური დაავადებების  პრევენციას,  ვაქცინაციას  და   ამ მიმართულებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ეფექტურად მუშაობის მნიშვნელობას შეეხო.

       ბეთ სკაგსის თქმით,  ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლობები მსოფლიოს 50 ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიცაა. აღნიშნულ ორგანიზაციაში ეპიდემიოლოგები, მიკრობიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად მუშაობენ.

       აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის  (CDC)  შეხვედრა  თესაუ-ში საქართველოში ,,ამერიკის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3522
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.