იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოცხადებულ ფოტო კონკურსში გაიმარჯვა

       საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებულ ფოტო კონკურსში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა, გიორგი ჩეკურიშვილმა, გაიმარჯვა.

      კონკურსი, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა, ორ ეტაპად ჩატარდა.. პირველ ეტაპზე 20 საუკეთესო ფოტო შეარჩიეს.

       საბოლოოდ, ჟიურიმ  სამი გამარჯვებული ფოტო გამოავლინა.  მეორე და მესამე ადგილზე გასული ფოტოგრაფები ,,ფოტოსამყაროს” ორასი და სამასლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ.  პირველ ადგილზე გასული გიორგი ჩეკურიშვილი კი,  კონკურსის მთავარი პრიზით, Samsung galaxy J5 Prime-ის მობილური ტელეფონით დაჯილდოვდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4063
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'