საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებულ ფოტო კონკურსში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა, გიორგი ჩეკურიშვილმა, გაიმარჯვა.
კონკურსი, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა, ორ ეტაპად ჩატარდა.. პირველ ეტაპზე 20 საუკეთესო ფოტო შეარჩიეს.
საბოლოოდ, ჟიურიმ სამი გამარჯვებული ფოტო გამოავლინა. მეორე და მესამე ადგილზე გასული ფოტოგრაფები ,,ფოტოსამყაროს” ორასი და სამასლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. პირველ ადგილზე გასული გიორგი ჩეკურიშვილი კი, კონკურსის მთავარი პრიზით, Samsung galaxy J5 Prime-ის მობილური ტელეფონით დაჯილდოვდა.