იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს გერმანიის ელჩი სტუმრობდა

         იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 11 აპრილს  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰაიკე ფაიჩი, სტუმრობდა.

     ელჩი თესაუ-ს ბიბერახის კუთხეში თელავის უნივერსიტეტის რექტორის  მოადგილეს, ალექსანდრე მოსიაშვილს და გერმანული ენის ლექტორებს შეხვდა. ჰაიკი ფაიჩი უნივერსიტეტში გერმანული ენის სწავლებით დაინტერესდა.  ელჩმა თესაუ-ს პროფესორები გერმანია- საქართველოს წლად გამოცხადების გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად  მიიპატიჟა, რომელიც 2017 წლის 21 აპრილს გაიმართება.

          იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბერახის კუთხე 2005 წლიდან ფუნქციონირებს. თესაუ-ს გერმანული ენის ლექტორები და სტუდენტები გერმანიის უნივერსიტეტებს, საერთაშორისო გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ხშირად სტუმრობენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3664
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.