იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 11 აპრილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰაიკე ფაიჩი, სტუმრობდა.
ელჩი თესაუ-ს ბიბერახის კუთხეში თელავის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, ალექსანდრე მოსიაშვილს და გერმანული ენის ლექტორებს შეხვდა. ჰაიკი ფაიჩი უნივერსიტეტში გერმანული ენის სწავლებით დაინტერესდა. ელჩმა თესაუ-ს პროფესორები გერმანია- საქართველოს წლად გამოცხადების გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად მიიპატიჟა, რომელიც 2017 წლის 21 აპრილს გაიმართება.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბერახის კუთხე 2005 წლიდან ფუნქციონირებს. თესაუ-ს გერმანული ენის ლექტორები და სტუდენტები გერმანიის უნივერსიტეტებს, საერთაშორისო გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ხშირად სტუმრობენ.