იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ფილოლოგიური სემინარი თესაუ-ში

24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ფილოლოგიური სემინარი გაიმართა.

სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შესავალი სიტყვით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო კოჭლოშვილმა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო გიორგაძემ მიმართეს.
სემინარზე წარმოდგენილი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის IV კურსის სტუდენტის, ქეთევან დოღონაძის მოხსენება -,,ენრიკო გაბიძაშვილი და ძველი სასულიერო-საეკლესიო მწერლობა“ (ხელმძღვანელი-ასოცირებული პროფესორი-ნინო გიორგაძე). ამავე სპეციალობის II კურსის სტუდენტმა, თამარ თათულიშვილმა კი წაიკითხა მოხსენება-,,აკაკი შანიძე-ქართული ენის კორიფე“ (ხელმძღვანელი-პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი).
შეხვედრა ლიტერატურული სემინარის დამფუძნებელმა, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნუნუ გელდიაშვილმა შეაჯამა. გელდიაშვილმა სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების დაახლოვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებები, რომლებზეც როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების კვლევითი ნაშრომების მოსმენა და შეფასება მოხდება, სამომავლოდაც გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 7382
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.