იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

18 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტისა (G-PriEd) და ცხრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების , მათ შორის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  მიერ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც  კვალიფიციური და პროფესიონალი მასწავლებლების მოზიდვას და მომავალი კადრების  მომზადებისათვის  ურთიერთშეთანხმებულ  თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ხელმოწერამდე,  საქართველოს  უმაღლესი სასწავლებლების  პროფესორ-მასწავლებელთათვის  შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იყო  სასწავლო კურსების: ,,მათემატიკის ინოვაციური მეთოდები დაწყებით საფეხურზე“ და ,,წიგნიერება და აზროვნება“, შემუშავებული სილაბუსების პროექტები და ასევე, სასკოლო პრაქტიკის  სილაბუსის კონცეფცია. აღნიშნული სილაბუსების შემუშავებასა და წარმოდგენაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ  პროფესორი ნინო ნახუცრიშვილი და ასისტენტ-პროფესორი თინათინ თუშაბრამიშვილი.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი (G-PriED) წარ­მო­ად­გენს აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექტს, რომელიც  2012 წლიდან,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ურთიერთშეთანხმებით, ხორციელდება.  პროექტის მიზანია,  ხე­ლი შე­უწყოს ინო­ვა­ცი­უ­რი, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვას.

მემორანდუმის სიკეთე უკვე აისახა თელავის უნივერსიტეტის მასშტაბით: დაწყებითი განათლების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტთათვის  ხელმისწვდომი გახდა  სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის   პორტალი www.kargiskola.ge 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  განხორციელდა სხვა აქტივობებიც, კერძოდ,  დაწყებითი განათლების საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამისთვის შემუშავდა ახალი სასწავლო კურსები. 

 
მნახველთა რაოდენობა: 7465
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.