იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იტალიის ელჩი თესაუ-ში

     იტალიის საგარეო საქმეთა  და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ  თესაუ-ს მიერ წარდგენილი მოთხოვნა, დაფინანსების განახლების შესახებ, დააკმაყოფილა და იტალიური ენის სწავლების მხარდასაჭერად,   თანხა გამოყო.
ამის შესახებ 14 ოქტომბერს იტალიის ელჩმა საქრთველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, უნივერსიტეტში იტალიის ოთახის გახსნის დროს  განაცხადა. 
     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის იტალიური ენის შესწავლა უფასო იქნება.
      უნივერსიტეტის რექტორთან, ირმა შიოშვილთან ერთად, ელჩი იტალიის უმაღლეს საწავლებლებლებთან გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსაც შეხვდა. ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იტალიურ უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურიერთთანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრა.
     ამის შემდეგ იტალიის ელჩი საქართველოში, უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, თელავის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს დაესწრო.

 
მნახველთა რაოდენობა: 7170
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.