იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
სასწავლო ვიზიტი Business Challenge-ის ფარგლებში

Business Challenge-ის ფარგლებში მონაწილე სტუდრნტები სასწავლო ვიზიტით კომპანიაში „ცივის ყველი“ იმყოფებოდნენ. სტუდენტების სამი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები კომპანიას ტრენერებთან ერთად ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ყველის წარმოების პროცესს, დამზადების ტექნოლოგიებსა და პროდუქციის ეტიკეტირების თავისებურებებს, დაათვალიერეს სამუშაო სივრცე, გაეცნენ უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტებს, ასევე პროდუქციის რეალიზაციის პრაქტიკულ მაგალითებს.

შეხვედრის დროს კომპანიის დირექტორმა სტუდენტებს გააცნო კომპანიის მისია, განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები, ასევე ისაუბრა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მნიშვნელობაზე წარმოების პროცესში.

ვიზიტის განმავლობაში სტუდენტებმა წარადგინეს საკუთარი ინოვაციური და კრეატიული იდეები, დასვეს კითხვები და გაუზიარეს კომპანიას რეკომენდაციები. სასწავლო ვიზიტის დასასრულს გაიმართა კომპანიის პროდუქციის დეგუსტაცია.

 
მნახველთა რაოდენობა: 225
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.