Bussines chalenge ENRICHER ჰაბის ფარგლებში, ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებმა შექმნეს სამუშაო ჯგუფები სოციალურ ქსელებში და დაიწყეს ინტენსიური თანამშრომლობა (brainstorming / sketching).
მიმდინარეობდა კვლევებზე დაფუძნებული მასალების დამუშავება და მიღებული მონაცემების ანალიზი.
ჯგუფებმა მოამზადეს პრეზენტაციები, Research Wall-ები და SWOT ანალიზები.
3 დეკემბერს სამივე ჯგუფმა წარადგინა საკუთარი ნამუშევრები.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია და განხილვა, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა გამოვლენილ პრობლემურ საკითხებზე, კომპანიის წინაშე არსებულ ბიზნეს-გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე იმსჯელეს.


