იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
Business Challenge თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

Business Challenge განხორციელდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ENRICHER ჰაბის ფარგლებში და მიზნად ისახავდა სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას, ბიზნეს-გამოწვევებზე მუშაობის გამოცდილების გაღრმავებას და აკადემიური ცოდნის რეალურ პრაქტიკასთან დაკავშირებას.

ღონისძიების პირველი დღე 2 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ENRICHER ჰაბში შედგა.

მონაწილე სტუდენტები გაეცნენ ჰაბის პროექტის მიზნებსა და ამოცანებს, ასევე მოისმინეს პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლის პრეზენტაცია, რაც კითხვა–პასუხის სესიით დასრულდა.

ტრენერებმა სტუდენტებს მიაწოდეს პრაქტიკული რეკომენდაციები ბიზნეს-გამოწვევებზე მუშაობის პროცესთან დაკავშირებით. შემდგომ გაიმართა ჯგუფური სამუშაო, სადაც სტუდენტები სამ სამუშაო ჯგუფად გადანაწილდნენ: „შვინდისფერი“, „მწვანე“ და „ყვითელი“.

ჯგუფებმა სოციალური ქსელებისა და კომპანიის საქმიანობის ანალიზის საფუძველზე მოამზადეს SWOT ანალიზი, შექმნეს Research Wall და წარადგინეს საბოლოო პრეზენტაციები.

 
მნახველთა რაოდენობა: 251
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.