იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის "ETHICS" ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
მეხუთე სამუშაო ჯგუფის წევრები ვირტუალურად შეიკრიბნენ და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი ინსტიტუტების მიერ მომზადებული კვლევითი ეთიკის რეგულაციები წარადგინეს.
პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაში შეხვედრაზე განხილული რეგულაციების, პროექტის მიზნებთან შესაბამისობაზე ისაუბრეს.
მონაწილეებმა ასევე წარადგინეს ანგარიშები იმ ტრენინგებსა და აქტივობებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა.
შეხვედრის ბოლოს ჯგუფი რეგულაციების დახვეწაზე, მიღწეული შედეგების პოლულარიზაციასა და შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდა.