ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტები თელავის ისტორიულ მუზეუმში.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II- ს დაბადებიდან 304- ე წლისთავი, თელავის ისტორიულ მუზეუმში ვორქშოპით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარადგინეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, თენგიზ სიმაშვილის ხელმძღვანელობით მომზადებული მოხსენებები, ერეკლეს ცხოვრების, მოღვაწეობის, ევროპისკენ სწრაფვის, ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის წინა ისტორიის და ფართე საზოგადოებისათვის უცნობი თემების შესახებ.

უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებლის, არქეოლოგ გიორგი მწყერაძის ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა დაათვალიერეს თელავის ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციები.

სტუდენტური ვორქშოფი უნივერსიტეტის კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ,,მეფე ერეკლე II’’-ის სტუდენტური კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 792
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.
Loading...