ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თესაუ-ში იტალიელი პროფესორის საჯარო ლექციები მიმდინარეობს

    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიის,  ტუშას (TUSCIA)  უნივერსიტეტის პროფესორის, ლორენცო ვენცის, საჯარო ლექციები მიმდინარეობს.

    ლექციები   ევროპულ  ინტეგრაციას, ევროკავშირთან ასოცირების  ხელშეკრულებას, ზოგად აგრარულ პოლიტიკას და სხვა თემებს შეეხება.

   თესაუ-ს იტალიელ პროფესორთან საქმიანი თანამშრომლობა 2008 წლიდან აკავშირებს.  ლორენცო ვენცი  ,,ერასმუს მუნდუსის“ პროგრამის ფარგლებში, თელავის უნივერსიტეტში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს და  საჯარო ლექციებს ინგლისურ ენაზე ატარებს.

    პარალელურად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები  ტუშას უნივერსიტეტს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პერიოდულად სტუმრობენ.

   ლორენცო ვენცის საჯარო ლექციები თესაუ-ში 14 აპრილამდე გაგრძელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 5122
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.
Loading...