იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტის „ETHICS“ ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის თანამშრომლები მიმდინარე წლის 11-13 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  საერთაშორისო პროექტის „ETHICS ფარგლებში, მორიგ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში მკვლევრების და კვლევის მხარდამჭერი, კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებელი პერსონალის მომზადება ითვალისწინებდა.   ტრენინგებს პროექტში ჩართული უცხოელი პარტნიორები უძღვებოდნენ. ჩეხეთის, ნიდერლანდების და აკადემიური კეთილსინდისირების ევროპული ქსელის ტრენერებმა   საქართველოს  უნივერსიტეტების წარმომადგენლებს  კვლევის ეთიკის და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები გააცნეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე პლაგიატის პრევენციის, კვლევის ეთიკის კომიტეტების მუშაობისა და მონიტორინგის სტრატეგიები. საქართველოს ათ უნივერსიტეტთან ერთად, შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პროექტი ERHICS, რომლის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია,   ევროკავშირის მიერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაფინანსდა და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციურ კვლევებსა და მოწინავე აკადემიურ მიდგომებზე ორიენტირებული პრაქტიკის დანერგვით, სისტემურად გააუმჯობესოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევითი საქმიანობა.

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 3138
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.