სტუდენტთა მესამე კონფერენცია - „საქართველოში ინვაზიური მავნებლების მონიტორინგი და მართვის თანამედროვე მიდგომები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე, თესაუ-ს ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა, გიორგი იუკურიძემ და ამავე პროგრამის კურსდამთავრებულმა, მარიამ ალექსიძემ, კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენება „ფრთალაქიანი დროზოფილას მონიტორინგი კახეთის რეგიონის სამიზნე კულტურებში“ (ხელმძღვანელი მაგდა დავითაშვილი). კვლევა კახეთის რეგიონში, 2021 და 2022 წლებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორების, მაკა მურვანიძისა და გიორგი ჯაფოშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. კონფერენციის მეორე სესიაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში თემაზე, ,,მავნებლების ინტეგრირებული მართვა: ინდუსტრიისა და უნივერსიტეტის კავშირები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები“ თესაუს პროფესორი, მაგდა დავითაშვილი იყო ჩართული. კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- იურიდიული სამსახური
- მატერიალური რესურსების მართვის სამსახური
- საფინანსო სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- საგამოცდო ცენტრი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი